„დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ ფარგლებში მოქალაქეთა ინიციატივებისთვის 200 000 ლარი იქნება გათვალისწინებული

19 სექტემბერი, 2023

თელავის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში „დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ ფარგლებში მოქალაქეთა ინიციატივებისთვის 200 000 ლარი იქნება გათვალისწინებული.

დაფინანსდება ორი ინიციატივა, თითოეულის ღირებულება 100 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ორ ინიციატივას კი თავად მოქალაქეები კენჭისყრით შეარჩევენ.

მოსახლეობის მიერ კენჭისყრის გზით შეირჩევა ერთი საპროექტო იდეა ქალაქ თელავში, ხოლო დანარჩენ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამარჯვებულად გამოცხადდება კენჭისყრის შედეგად ყველაზე მეტი ხმის მქონე ერთი ინიციატივა.

პირველი ეტაპი: საპროექტი წინადადებების წარდგენა - 11 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე.

 

თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია პროექტის სახით წარმოადგინოს საკუთარი იდეა, რომელიც მის ქალაქში, სოფელსა თუ თემში საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტის მოწყობას ითვალისწინებს;

 პროექტი „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ არ ითვალისწინებს ბიზნეს იდეების დაფინანსებას, ამიტომ ის იდეები, რომელიც კერძო ბიზნესს ეხება, არ მიიღება;

 

საპროექტო წინადადებების წარდგენა ხდება ინტერნეტის მეშვეობით, მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე, მერიის ფეისბუქ გვერდზე და ასევე Facebook გვერდზე - დაგეგმე შენი ბიუჯეტი - თელავი / Telavi განთავსებულია ლინკი

დაგეგმე შენი ბიუჯეტი

საპროექტო წინადადებების წარდგენა ასევე შესაძლებელია მოხდეს ფიზიკურად, საპროექტო წინადადებების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის მიწოდებით, ან მერიაში განცხადების დატოვების გზით;

მოქალაქეს/საინიციატივო ჯგუფს/სამოქალაქო ორგანიზაციას შეუძლია წარადგინოს საპროექტო წინადადებების შეუზღუდავი რაოდენობა.

 

მეორე ეტაპი: საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა 2 ოქტომბრიდან - 15 ოქტომბრამდე;

კენჭისყრის ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც საპროექტი წინადადებისთვის საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

 

მესამე ეტაპი: საპროექტო წინადადებების კენჭისყრა - 16 ოქტომბრიდან 10 ნოემბრამდე.

საპროექტო წინადადებების კენჭისყრა ჩატარდება ელექტრონულად. თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს შეუძლიათ ხმა მისცენ მათთვის მისაღებ საპროექტო წინადადებებას სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ ვებ-პლატფორმაზე.

მეოთხე ეტაპი: გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და პროექტის დამუშავება ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით - 10 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე

გააზიარე