დასრულდა ვახტანგ სეხნიაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები

5 April, 2023

დასრულდა ვახტანგ სეხნიაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი პირველ მოადგილესთან ნიკოლოზ მეტრეველთან ერთად პროცესს ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, ასფალტის ახალი საფარი დაიგო 335 გრძ. მ. მონაკვეთზე, მოეწყო სანიაღვრე და ქვეითად მოსიარულეთათვის საფეხმავლო ბილიკი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 560 000 ლარი დაიხარჯა, სამუშაოები შპს ,,ენერჯი გრუპმა,, შეასრულა.

 

გააზიარე