დასრულების ეტაპზეა თელავში, ,,მშვიდობის პარკის,, სარეაბილიტაციო სამუშაოები

15 იანვარი, 2024

დასრულების ეტაპზეა თელავში, ,,მშვიდობის პარკის,, სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ დროისთვის, პარკში სკეიდბორდის მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პარკი 2 ჰექტარზეა განლაგებული და მოიცავს ველო და საფეხმავლო ბილიკებს, ფანჩატურებს, სკეიდბორდისა და გასართობ მოედნებს, ასევე საბავშვო და სპორტულ სივრცეებს.

პარკი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

,,მშვიდობის პარკის" რეაბილიტაცია საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, პროექტის ჯამური ღირებულება 2 518 787 ლარს შეადგენს.

 

 

 

გააზიარე