დასუფთავების აქცია გომბორის გზაზე
11 იანვარს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის - ალექსანდრე შათირიშვილის ინიციატივით დასუფთავების აქცია მოეწყო. მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა გომბორი-ვაზიანის დამაკავშირებელი გზა დაასუფთავეს. აქცია დასუფთავების გარდა მიზნად მოქალაქეთათვის ბუნების გაფრთხილების და ნარჩენების ნაგვის ბუნკერებში მოთავსების მოწოდებას ისახავდა. ალექსანდრე შათირიშვილის განცხადებით მსგავსი სახის დასუფთავების აქციები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პერმანენტულად გაიმართება.
ფოტოები იხილეთ Facebook-ზე: