დღეს ქეთევან იაშვილის დაბადების დღეა

23 April, 2024

მან თელავს შეუფასებელი საჩუქარი დაუტოვა და უმდიდრესი კოლექცია - მსოფლიო დონის შედევრები, ასეულობით ნახატი, ფერწერული ტილო თელავის ისტორიულ მუზეუმს გადასცა.

მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთავრელიშვილმა.

ქეთევან იაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თელავის ისტორიულმა მუზეუმმა გამოფენას უმასპინძლა, სადაც ქართველი მხატვრების ის ნამუშევრები იყო გამოფენილი, რომლებიც ქეთევან იაშვილმა თავის ქალაქს საჩუქრად გადასცა.

დღესვე გაიმართა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „ქეთევან იაშვილის ჩვენება“, რომელსაც თელავის საჯარო სკოლებისა და თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.

 

გააზიარე