ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა
თელავის მუნიციპალიტეტი საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა.
მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი 28 მილიონ 254 ათასი ლარით განისაზღვრება, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 მილიონი ლარით მეტია.
ბიუჯეტის პროექტით მუნიციპალიტეტის ყველა პრიორიტეტული მიმართულებისთვის გამოყოფილი თანხები გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად იზრდება.
2022 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პრიორიტეტული მიმართულებებია ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა და გარემოს დაცვა.
კომისიის წევრების უმრავლესობამ თელავის მუნიციპალიტეტის 2022 2ლის ბიუჯეტის პროექტი დადებითად შეაფასა, ოპოზიციამ კი მას მხარი არ დაუჭირა.
კომისიამ ასევე იმსჯელა საკრებულოს განკარგულების პროექტებზე, რომლებიც ითვალისწინებს მერისთვის თანხმობის მიცემას:
- თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შ.პ.ს."საფეხბურთო კლუბი თელავისთვის" პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით, პირობიანი უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ;
- თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მაყვალა სეხნიაძისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ;
- ლევან გალუსტიანის მიერ ქალაქ თელავში, კავკასიონის ქუჩაზე მდებარე 200 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას ნაკისრი სააუქციონო პირობის შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ.
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ მხარი დაუჭირა, რომ სამივე პროექტი გავიდეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით.