ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელა

22 ნოემბერი, 2022

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო მომავლი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის განხილვას აგრძელებს. 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი და 2023 -2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი ეკონომიკისა და ქონების საკითხთა კომისიის სხდომაზე განიხილეს.

მომავალ წელს ყველა პრიორიტეტული მიმართულებისთვის დაფინანსების ზრდაა გათვალისწინებული. კომისიამ უკვე დაიწყო რეკომენდაციების შემუშავებაზე მუშაობა, რომელსაც ბიუროს გაუგზავნის.

წარმომადგენლობითი ორგანო მერს ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებითა და რეკომენდაციებით 25 ნოემბერს დაუბრუნებს. თელავის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 6 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 34 მილიონ 336 ათასი ლარით განისაზღვრება.

გააზიარე