ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ 2023 წლის ბიუჯეტის შესწორებული პროექტი განიხილა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ 2023 წლის ბიუჯეტის შესწორებული პროექტი განიხილა. კომისიის თავმჯდომარე თინატინ ხანჯალიაშვილმა აღნიშნა, რომ მერიამ გაითვალისწინა საკრებულოს თითქმის ყველა შენიშვნა ეკონომიკისა და ქონების მართვის მიმართულებით.
მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი 35 მილიონ 910 ათას ლარით განისაზღვრება, რაც 2021 წლის დეკემბერში დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 7 მილიონ ლარზე მეტით არის გაზრდილი.
სხდომაზე ასევე იმსჯელეს სამართლებრივი აქტის პროექტზე, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „მოვუსმინოთ სამყაროსათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემას ითვალისწინებს. კომისიამ მხარი დაუჭირა, რომ აღნიშნული პროექტი წარედგინოს ბიუროს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით.