ცხელი ხაზი : 0350 27 36 50 საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა

17 იანვარი, 2023

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ მხარი დაუჭირა მერიის მიერ ინიცირებულ პროექტს, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემას ითვალისწინებს. 

კომისიის თავმჯდომარე თინათინ ხანჯალიაშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გადაცემით ხელი შეეწყობა ადრეული განვითარებისა და შშმ ბავშვთა დღის ცენტრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელებას, აგრეთვე თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სკოლამდელი ინკლუზიური განათლების/ადრეული განვითარების და აუტიზმის პროგრამების ფარგლებში ხარისხიანი, უფლებებზე დაფუძნებული მომსახურების უზრუნველყოფას.

ამასთანავე სხდომაზე თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ პროექტიც განიხილეს. 

დადგენილების პროექტის მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ. მიწის ნორმატიული ფასი უცვლელი დარჩა. 

ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ასევე იყო თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „სოფლის ქალები ადამიანის უფლებებისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე სამართლებრივი აქტის პროექტი. კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული საკითხის განხილვის ერთი თვის ვადით გადადება, რადგან აუცილებელია აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დამატებითი არგუმენტაცია წარმოადგინოს, რათა საკრებულომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. 

კომისიამ ასევე მხარი დაუჭირა სამართლებრივი აქტის პროექტს, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაზე უარის თქმას ითვალისწინებს.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცებას შესახებ მერიის მიერ ინიცირებულ პროექტზე.

გააზიარე