ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა
2020 წლის 17 თებერვალს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდება. კომისიის წევრები განიხილავენ მერიის მიერ ინიცირებულ პროექტებს, რომლებიც თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანასა და თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ.
სხდომა 11 საათზე ჩაინიშნა.
მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე II გამზირი N16.