ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

19 მარტი, 2020

2020 წლის 19 მარტს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდება. კომისიის წევრები განიხლავენ საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის 33-ე დადგენილებაში ცვლილებას, რომელიც ეხება თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შესაბამისი საჭიროების მქონე პირთათვის პირდაპირ განკარგვის წესით, უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემას. 

სხდომაზე ასევე იმსჯელებენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კიდევ ერთ პროექტზე, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტისა და დალი ხუდაბერდოვის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამიჯვნაზე მერისთვის თანხმობის მიცემას ითვალისწინებს. სხდომა 12 საათზეა ჩანიშნული. 

მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე II გამზირი N16. 

 

გააზიარე