ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

22 April, 2020

2020 წლის 22 აპრილს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია სხდომას ჩაატარებს. კომისიის წევრები განხილავენ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გაზსადენი მილის ქსელის შ.პ.ს. „თელავგაზისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის  უფლებით გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  საპრივატიზაციო  ნუსხაში შეტანისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულებების პროექტებს. 

კომისიის სხდომა 12 საათზე გაიმართება. მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე II-ს გამზირი N16. 

გააზიარე