ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

15 სექტემბერი, 2021

2021 წლის 15 სექტემბერს, 12 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია სხდომას ჩაატარებს. 

კომისია იმსჯელებს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების „კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

სხდომაზე კიდევ ერთი განსახილველი საკითხი იქნება, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „მშობელთა მხარდამჭერი ცენტრისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემას ითვალისწინებს.

მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16. 

გააზიარე