ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

14 დეკემბერი, 2021

2021 წლის 21 დეკემბერს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდება. კომისია განიხილავს მერიის მიერ ინიცირებულ პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს მერისთვის თანხმობის მიცემას: 

  • თელავის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  შ.პ.ს."საფეხბურთო კლუბი თელავისთვის" პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით, პირობიანი უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ;

  • თელავის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მაყვალა სეხნიაძისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის შესახებ;

  • ლევან გალუსტიანის მიერ ქალაქ თელავში, კავკასიონის ქუჩაზე მდებარე 200 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას  ნაკისრი სააუქციონო პირობის შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ.

კომისიის სხდომა 12 საათზეა ჩაინიშნული. 

მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16. 

 

გააზიარე