ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

11 ნოემბერი, 2022

2022 წლის 18 ნოემბერს, 11 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია სხდომას ჩაატარებს. კომისია განიხილავს  თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნათია წიგნაძისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტს. 

სხდომაზე თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ საკრებულოს განკარგულების პრიოექტზეც იმსჯელებენ. 

გარდა ამისა, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (ნაგვის ურნები) საპრივატიზაციო  ნუსხაში შეტანისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტიც იქნება. 

მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16.  

გააზიარე