ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა
2022 წლის 16 დეკემბერს, 13 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდება. სხდომაზე თელავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესწორებულ პროექტს განიხილავენ.
კომისია ასევე იმსჯელებს სამართლებრივი აქტის პროექტზე, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „მოვუსმინოთ სამყაროსათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემას ითვალისწინებს.
მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16.