ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა
2023 წლის 17 იანვარს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდება.
კომისია იმსჯელებს სამართლებრივი აქტების პროექტებზე, რომლებიც ითვალისწინებს:
• თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაზე უარის თქმას;
• თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემას;
• თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „სოფლის ქალები ადამიანის უფლებებისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემას;
• თელავის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირებისა და ნორმატიული ფასის განსაზღვრას.
სხდომა 13 საათზე ჩაინიშნა.
მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16.