ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა
2023 წლის 17 თებერვალს, 13 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდება.
კომისია იმსჯელებს საკრებულოს განკარგულებების პროექტებზე, რომლებიც ითვალისწინებს:
- თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „სოფლის ქალები ადამიანის უფლებებისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემას;
- თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას;
- თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანას.
მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16.