ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

12 სექტემბერი, 2023

2023 წლის 19 სექტემბერს, 12 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდება. 

კომისია იმსჯელებს სმართლებრივი აქტების პროექტებზე, რომლებიც ითვალისწინებს: 

  • თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემას;
  • თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას;
  • თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელენე ჩხუბიანისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე მერისთვის თანხმობის მიცემას;
  • თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 მარტის №18 განკარგულებაში „თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანას. 

მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16. 

გააზიარე