ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

12 დეკემბერი, 2023

2023 წლის 19 დეკემბერს, 11 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდება. სხდომაზე განიხილავენ სამართლებრივი აქტების პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს: 

  • თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „60+ ბებია და პაპების კლუბისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებითსარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემას;
  • თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ვახტანგ ხუციშვილისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემას;
  • თინათინ ჩეკურიშვილის მიერ ქ. თელავში, კავკასიონის ქუჩაზე მდებარე 432 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას ნაკისრი სააუქციონო პირობის შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემას;
  • თელავის ჭადრის ხისთვის ადგილობრივი მნიშვნელობის დაცული ხის სტატუსის მინიჭებას.

მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16. 

გააზიარე