ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

18 მარტი, 2021

2021 წლის 18 მარტს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია სხდომას ჩაატარებს. კომისია განიხილავს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პროექტს. 

კომისია ასევე იმსჯელებს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო  ნუსხაში შეტანისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტზე. 

კომისიის სხდომა 14 საათზე ჩაინიშნა. 

გააზიარე