ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა
2021 წლის 28 ივნისს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია სხდომას ჩაატარებს. სხდომაზ იმსჯელებენ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტზე.
კომისია ასევე განიხილავს კიდევ ორ პროექტს, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალისათვის „World Vision International“-ისთვის და ასევე „სოფელ ქვემო ხოდაშნის ქალთა საინიციატივო ჯგუფისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემას ითვალისწინებს. სხდომა 13 საათზე ჩაინიშნა.
მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16.