ელექტრონული კურსი ,,სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა სამუშაო ადგილზე"
თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2018-2019 სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით და მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების მიზნით მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებმა გაიარეს სახალხო დამცველის საიტზე განთავსებული ელექტრონული კურსი ,,სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა სამუშაო ადგილზე“.
კურსის მიზანია თანამშრომლებს ჰქონდეთ ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევები, რაც მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების სიტუაციების ამოცნობასა და მათზე სწორად რეაგირებისათვის.