გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

6 ივნისი, 2023

თელავის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის (ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

● ორგანიზაციის ღონისძიებების ფოტო/ვიდეო გადაღება, მასალის ტექნიკური დამუშავება და მომზადება.

● გადაღებული მასალის დამონტაჟება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

● ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის  მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება .

● სამონტაჟო პროგრამების შესაბამის დონეზე ფლობა.

 

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

● პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

● კრეატიულობა.

● კომუნიკაბელურობა.

● ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა.

● დეტალებზე ორიენტირებულობა.

● დამოუკიდებლად მუშაოების უნარი.

კონკურისის ეტაპები:

● განცხადების გადარჩევა.

● გასაუბრება.

 

განცხადების ბოლო ვადაა 16 ივნისი.

თანამდებობრივი სარგო: 1 000 ლარი.

ადგილების რაოდენობა: 1.

სამუშაო გრაფიკი: სრული.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ  CV მერიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: info@telavi.gov.ge

გააზიარე