გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

17 აგვისტო, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის პროგრამული ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის“ ფარგლებში, საუკეთესო პროექტების შერჩევის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორცილების პროცესში, მათი ნოვაციური/ინოვაციური ინფრასტრუქტურული ინიციატივების მხარდაჭერა, რაც კონკურსანტებს საშუალებას მისცემს ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენონ მათთვის საჭირო ინიციატივები.

 

საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 სექტემბერი, 18:00 საათი.

პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.


პრიორიტეტი მიენიჭება ახალგაზრდულ პროექტებს შემდეგი მიმართულებით:

ა) ნოვაციური/ინოვაციური;

ბ) ინფრასტრუქტურულ ინიციატივებს, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდული მიმართულების განვითარებას.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) შევსებული განაცხადი და  სააპლიკაციო ფორმა;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

გ) სასურველია წარმოდგენილ იქნეს კვლევა, რომელიც მიუთითებს პროექტის საჭიროებაზე.

                                                                                                                                                             

კონკურსანტმა საჭირო დოკუმენტაცია  უნდა წარმოადგინოს როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმით. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არასრულწლოვანია, საქმისწარმოება განხორციელდება კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

► იხილეთ თანდართული ფაილები:

გააზიარე