განცხადება
მოქალაქეთა საყურადღებოდ ‼️
საქართველოსპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თელავის მუნიციპალიტეტში იკრძალება სამარშუტო ტაქსების მოძრაობა.
აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მეტად საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული.
შეზღუდვის გაკონტროლება მოხდება სამართალდამცველების მიერ.
ასევე, 18 მარტიდან, იცვლება კვების ობიექტების მუშაობის სისტემაც:
რეკომენდაციის მიხედვით, შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიტანის სერვისით სარგებლობა.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ არის რეკომენდებული სპორტდარბაზის და სხვა მსგავსი დაწესებულების მომსახურებით სარგებლობა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ:
► მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს;
► გადაუდებელია აუცილებლობის გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან;
► დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები;
► თვითიზოლაციის საჭიროებისას დაემორჩილეთ მითითებულ წესებს;
► დაავადების სიმპტომების აღმოჩენისას (ტემპერატურა, ხველა) მიმართეთ ექიმს.
www.stopCoV.ge;
www.telavi.gov.ge