განცხადება

31 მარტი, 2020

საქართველოში, დღეიდან, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი გამოცხადდა.

◇ იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება, როგორც ქალაქებს შიგნით, ასევე ქალაქებს შორის. ◇ დასაშვებია მსუბუქი ავტომობილითა და ტაქსით მგზავრობა (ავტომობილში უნდა იყოს მხოლოდ 3 ადამიანი, ორი ადამიანი აუცილებლად უკანა სავარძელზე).

◇ იკრძალება 3-ზე მეტი პირის შეკრება გარდა მაღაზიებსა და აფთიაქებში.

◇ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში.

◇ იკრძალება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ანუ ცხადდება კომენდანტის საათი.

◇ მოეწყობა საკონტროლო პუნქტები: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, რუსთავში, ფოთში, ქუთაისში და გორში.

◇ ხვალ დილის 06:00 საათიდან ქალაქში გადაადგილებისას ყველას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

◇ ე.წ. საკომენდანტო საათის დროს, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, იმუშავებს მხოლოდ აფთიაქები. თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ:

○ მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს;

○ გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან;

○ დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები;

○ თვითიზოლაციის საჭიროებისას დაემორჩილეთ მითითებულ წესებს;

○ დაავადების სიმპტომების აღმოჩენისას (ტემპერატურა, ხველა) მიმართეთ ექიმს;

www.stopCoV.ge;

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზი:

☎️ 574 17 96 23

გააზიარე