განცხადება
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ინტერესთა გამოხატვის თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების შესახებ
13.02.2023
თელავის მუნიციპალიტეტის მერია საჯაროდ ავრცელებს ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდსა (https://telavi.gov.ge/) და თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობაში საინფორმაციო დაფაზე მდინარე „თელავის ხევის“ კალაპოტში წარმოქმნილი ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ჭარბი ინერტული მასალის (ქვიშა-ხრეში) ამოღების მიზნით საჯარო ინტერესთა გამოხატვის თაობაზე.
საფუძველი: სსიპ - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტი.
წიაღითსარგებლობის ობიექტის მდებარეობა: წიაღითსარგებლობის ობიექტი მდებარეობს „თელავის ხევის“ ჭალა-კალაპოტში, ვარდისუბნისა და გულგულის ადმინისტრაციული ერთელების ტერიტორიაზე (ობიექტის კოორდინატები მითითებულია გეოსანფირმაციო პაკეტში).
წიაღითსარგებლობის ობიექტის პროგნოზული მარაგები: 51 135 მ3 ქვიშა-ხრეში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი; ელ. ფოსტის მისამართი);
დ) ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, შესაბამისი სპეც-ტექნიკის ფლობის შესახებ, ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ხოლო ქირავნობის შემთხვევაში, ქირავნობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ე) დაინტერესებულმა პირმა უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება, რომ დაიცავს წიაღითსარგებლობის ობიექტზე ან/და მოშორებით ფიქსირებული სხვადასხვა ობიექტის უსაფრთხოებას და დაზიანების შემთახვევაში, დაუყოვნებლივ განახორციელებს დაზიანებული ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანას;
ვ) დაინტერესებულმა პირმა უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება, რომ სრულად გაითვალისწინებს გეოსაინფორმაციო პაკეტის 12.6 პუნქტის მოთხოვნებს.
განაცხადების მიღების და განხილვის ვადა: დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები და მოთხოვნილი დოკუმენტაცია თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში (მის: ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზ. N16; მოქალაქეთა მომსახურების ბიურო) უნდა წარმოადგინონ მატერიალური ფორმით, ქართულ ენაზე (უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი) მიმდინარე წლის 20 თებერვლის ჩათვლით, ყოველი სამუშაო დღის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. განაცხადების განხილვა განხორციელდება ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ვადის ამოწურვიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირება განხორციელდება ელექტრონული ან/და წერილობითი ფორმით მათ მიერ წარმოდგენილ საქონტაქტო რეკვიზიტებზე.
დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მოთხოვნები უნდა წარმოადგინონ დალუქული სახით.
ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულების შემდეგ, შესაბამისი კომისია განიხილავს შემოსულ განაცხადებს, შეარჩევს დაინტერესებულ პირს და დასაბუთებული წინადადებით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით, მდინარე „თელავის ხევის“ კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღებით დაინტერესებული პირის, გარკვეული ვადით, ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე.
ლიცენზიისაგან გათავისუფლების შემთხვევაში, დაინტერესებული პირი იხდის მხოლოდ „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოსაკრებელს, რომელიც 1მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვებისათვის შეადგენს 0.20 ლარს.
სამუშაოების შესრულების ვადა: არანაკლებ 3 თვე.
იხილეთ დანართი: გეოსაინფორმაციო პაკეტი.
საკონტაქტო ნომერი: 595 37 57 66