გარემოს დაცვის საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა

16 ოქტომბერი, 2019

არასამთავრობო ორგანიზაციების - საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის "ორიქსი", "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" და "მწვანეთა მოძრაობა /დედამიწის მეგობრები-საქართველოს" ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის - "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 
შეხვედრას თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე - დავით ბეგიაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება და მისი მიზანია 2023 წლისათვის საქართველოში სათბურის აირების გაფრქვევებისა და გარემოს დაბინძურების შემცირება.

გააზიარე