გიორგი ლეონიძისა და შალვა დავითაშვილის ქუჩების შემაერთებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
თელავში, გიორგი ლეონიძისა და შალვა დავითაშვილის ქუჩების შემაერთებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, ასფალტის საფარი დაიგება 640 გრძ.მ მონაკვეთზე.
შემსრულებელი კომპანია: საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია ,,სერპანტინი,,.
ბიუჯეტი: 591 200 ლარი.