გულგულა

 

გულგულის ადმინისტრაციული ერთეული
გულგულის ტერიტორიული ორგანო – აღმოსავლეთ საქართველოში-კახეთში ბევრი სახელოვანი ისტორიული სოფელია. თავისი წარსულით გამოირჩევა სოფელი გულგულაც.- თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი, სადაც უძველესი დროიდან გამრჯე და ძლიერი ხალხი ცხოვრობდა, რომელმაც ბრძოლაც კარგი იცოდა, შრომაც და სიმღერაც.
დამტკიცებულია, რომ სოფელ გულგულას ადრე საუკუნეებში- "ტყეტბა“ ერქვა, ხოლო შემდეგ მოგვიანებით, მან მიიღო ახალი სახელწოდება „გულგულა“. ეს სახელი მას ადგილის თავისებურების გამო შეერქვა. „გულგულა“ იყო ბორბალოს მთიდან წამოსული მთაგრეხილის ”გულისგული“ ადგილი, რომელიც მთავრდებოდა კარდენახის ხევთან, ხოლო ეს ხევი კი მას შუაზე ყოფს.
ბუნებრივმა უბედურებამ- ღვარცოფმა გაანადგურა ძველი გულგულა და დასახლება ორად გაყო- დიდ და პატარა ნაქალაქრად. დასტურდება რომ „გულგულას“ ერთ დროს ქალაქის სტატუსიც ჰქონია, ამაზე მიუთითებს შემორჩენილი „ნაქალაქარი“. სტიქიური უბედურებების შემდეგ გულგულელები ძველი შუამთის მიდამოებსი გადასახლდნენ. ისინი იყვნენ თავისუფალი გლეხები. XVI საუკუნეში ახალი შუამთის სამონასტრო კომპლექსის დასრულებასთან დაკავშირებით, კახეთის მეფე ლევანმა „გულგულა“ თავისი მამულებით მონასტერს შესწირა. როცა შუამთის მიდამოები ვეღარ უზრუნველყოფდნენ მაღალი შემოსავლებით ვერც მონასტერს და თვითონ მოსახლეობასაც კი, გულგულელმა ხალხმა გადაწყვიტა ალაზნის ველზე ჩამოახლება, სადაც სოფელი დღესაც აგრძელებს არსებობას.

 

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

 

ივანე პაპაშვილი


მობ: 595 919 990

 

 

 

 

  • სპეციალისტი
  •  
  • მერი ჯაბანაშვილი

მობ: 577 46 68 73
გადიდებული რუკის ნახვა

გააზიარე