ინფრასტრუქტურის კომისიამ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიამ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა.
მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაფინანსება 4 მილიონი ლარით იზრდება, რისთვისაც 12 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.
ბიუჯეტის პროექტი 34 მილიონ 336 ათასი ლარით არის განსაზღვრული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 7 მილიონი ლარით მეტია. ინფრასტრუქტურის განვითარება მომავალ წელსაც თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა.
2023 წელს თელავის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები კომისიის წევრებს მერის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ მეტრეველმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თედო ხოსროშვილმა გააცნეს.
სივრცით-ტერიტოტიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისია რეკომენდაციებსა და შენიშვნებს საკრებულოს ბიუროს წარუდგენს. წარმომადგენლობითი ორგანო ფრაქციებისა და კომისიების ერთობლივი რეკომენდაციებით ბიუჯეტის პროექტს მერს 25 ნოემბრამდე დაუბრუნებს.