ინფრასტრუქტურის კომისიამ 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი განიხილა

19 თებერვალი, 2024

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიამ 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტზე იმსჯელა.

მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების ძირითადი მოტივია ნაშთის ასახვა, რომლითაც განხორციელდება ცვლილება ბიუჯეტის გადასახდელებში მოსახლეობის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიზნით.

ნორმატიული აქტის პროექტის მიხედვით დაფინანსდება:

  • ქალაქი თელავში არჩილ II-ის, აწყურელის, ნ. მთვარელიშვილის, მუსხელიშვილისა და ვაჩნაძის ქუჩების რეაბილიტაცია, შალვა დავითაშვილის ქუჩის მიმდებარედ სასაფლაოს გზის რეაბილიტაციის სამუშაოები;
  • სოფელ ბუშეტში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მშენებლობის და სოფელ შალაურში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები
  • ერეკლე მეორის გამზირზე N6, N8, N10 საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის სამუშაოები,
  • კავკასიონის 45გ კორპუსის გამაგრების სამუშაოები;
  • სოფელ ლალისყურში სასმელი წყლის სათავე ნაგებობასთან ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები და ა.შ.

ბიუჯეტში ცვლილებები ასევე ითვალისწინებს სოფელ თეთრიწყლებში გზის რეაბილიტაციისა და ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნის მოწყობის სამუშაოების თანადაფინანსებას.

კომისია მხარს უჭერს, რომ მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების პროექტი ამ სახით წარედგინოს ბიუროს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით.

გააზიარე