ინფრასტრუქტურის კომისიამ ძეგლთა დაცვის პროგრამაში ცვლილებების პროექტი განიხილა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომაზე საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის დასაფინანსებლად წარსადგენი თელავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტზე იმსჯელეს.
საპროექტო წინადადებები ქალაქ თელავში, სოფელ კისისხევსა და იყალთოში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, კომისიის წევრებმა განიხილეს ძეგლთა დაცვის პროგრამაში ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დაბახნების წყაროს რეაბილიტაციას და კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელებასა და კისისხევის კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და სამუშაოების შესყიდვას.
კომისიამ მხარი დაუჭირა, რომ ორივე პროექტი წარედგინოს ბიუროს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით.