ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა

14 დეკემბერი, 2021

2021 წლის 20 დეკემბერს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისია სხდომას ჩაატარებს.

კომისია საკრებულოს განკარგულების პროექტზე იმსჯელებს, რომელიც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის დასაფინანსებლად წარსადგენი თელავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის საპროექტო წინადადებების მოწონებას ითვალისწინებს. სხდომა 14 საათზე ჩაინიშნა. 

მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16. 

გააზიარე