ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?,, ფარგლებში, სასკოლო ჩემპიონატი გაიხსნა

11 April, 2022

დღეს, ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?,, ფარგლებში, ტრადიციად ქცეული სასკოლო ჩემპიონატი გაიხსნა.

ჩემპიონატი თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა გახსნა და მონაწილე ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.

,,მისასალმებელია ის ფაქტი, რომ თამაშის მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

აღნიშნული თამაში მოსწავლეების ინტელექტის დონეს ამაღლებს, უვითარებს მათ სწრაფი, სხარტი აზროვნების უნარს, ახალგაზრდებს ასწავლის ჯანსაღ კამათს და გუნდურ მუშაობას.

მინდა, თითოეულ გუნდს, თითოეულ მონაწილეს წარმატება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, ბავშვების შემართების და მიზანსწრაფულობის წყალობით წლევანდელი ჩემპიონატიც არანაკლებ საინტერესოდ ჩაივლის.,, - აღნიშნა ლევან ანდრიაშვილმა.

სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულ გუნდს თელავის მუნიციპალიტეტის მერის თასი გადაეცემა.

ჯამში, მუნიციპალიტწტის მასშტაბით თამაშში 20-ზე მეტი გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

გააზიარე