იყალთოსა და ყარაჯალაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

13 ნოემბერი, 2024

სოფელ ყარაჯალასა და იყალთოში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია სრულდება.

ყარაჯალაში, ასფალტის საფარი დღეს 150 მ სიგრძის გზის მონაკვეთზე დაიგო.

მოწყობილია სანიაღვრე სისტემა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯამურად 1 105მ საპროექტო მონაკვეთზე განხორციელდა. სამუშაოების ჯამური ღირებულება 649 419 ლარს შეადგენს.

სოფელ იყალთოში, 470მ სიგრძის გზაზე ბეტონის საფარი და სანიაღვრე სისტემა ეწყობა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 236 769 ლარით ფინანსდება.

სამუშაოების მიმდინარეობა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და მისმა მოადგილემ, ნიკოლოზ მეტრეველმა მოინახულეს.

 

 

გააზიარე