ისრაელის ქალაქ აფულას დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით თელავს ესტუმრა

21 ოქტომბერი, 2022

ისრაელის ქალაქ აფულას დელეგაცია, აფულას მერის ავრაჰამ ელკაბეტცის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით თელავს ესტუმრა.

სტუმრებს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა მოადგილეებთან და DMO visit kakheti-ის წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა.

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე, ლევან ანდრიაშვილმა უცხოელ სტუმრებს თელავის მუნიციპალიტეტის კულტურასა და ისტორიაზე, ტურისტულ პოტენციალსა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, ასევე მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე პროექტებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე მიაწოდა ინფორმაცია.

კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ თელავისა და აფულას მუნიციპალიტეტები მჭიდროდ ითანამშრომლებენ სხვადასხვა სფეროში.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები სხვადასხვა აქტივობებს დაესწრებიან და ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ.

ცნობისათვის, თელავისა და აფულას მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის ივლისში გაფორმდა.

 

 

 

 

გააზიარე