იურიდიულმა კომისიამ სხდომა ჩაატარა

20 აგვისტო, 2019

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა. კომისიის წევრებმა განიხილეს მერიის მიერ ინიცირებული პროექტი, რაც მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესს ეხება, რომლის მიღება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის დადგენილებას უკავშირდება.

დადგენილებაში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეთხოვათ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიეღოთ ნორმატიული აქტი. პროექტის მიღების მიზანია თელავის მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის მსუბუქი ავტომობილების ფუნქციების განაწილების ერთიანი სტანდარტის დადგენა, ავტომობილების კლასიფიკაცია და კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრა.

სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროექტი სამართლებრივი კონსულტაციის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიგზავნება. 

გააზიარე