ქართული უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს შესაძლოა დიმიტრი გიორგელაშვილის სახელი მიენიჭოს

11 April, 2019

ქალაქ თელავში, ქართული უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს შესაძლოა თელაველი ექიმის, დიმიტრი გიოგელაშვილის სახელი მიენიჭოს.

ინიციატივა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადილეს, გიგა ორკოდაშვილს ეკუთვნის.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით საკრებულოს სხდომათა დარბაზში საჯარო განხილვა გაიმართება.

შეხვედრაზე, რომელიც 11 აპრილს, 12 საათზე ჩატარდება, ნებისმიერ მსურველს შეეძლება დასწრება.

გააზიარე