კისისხევში სასმელი წყლის ახალი მაგისტრალური მილსადენის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

30 ივნისი, 2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში სასმელი წყლის ახალი მაგისტრალური მილსადენის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ მეტრეველმა დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, მილსადენი მოეწყობა 1 110 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე, სასმელი წყლით მომარაგდება 45 აბონენტი.

სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს G.SERVICE ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 99 988 ლარით ფინანსდება.

 

 

გააზიარე