კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში დასრულდა
40 წლიანი ისტორიის მქონე კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში, 1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს დასრულდა.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომლის უცვლელი პარტნიორი და მხარდამჭერი თელავის მუნიციპალიტეტის მერიაა, უკვე ტრადიციად ქცეული მოვლენა, თელავის კულტურულ ცხოვრებასა და წლის კალენდარში ერთ-ერთი გამორჩეული სადღესასწაულო კვირაა. ქალაქი ამ პერიოდში რეგიონის მუსიკალური და კულტურული ცენტრი ხდება და ათასობით სტუმარს მასპინძლობს. ყველასათვის სასიხარულოა მსოფლიო დონის ვარსკვლავების მოსმენა თელავის თეატრის სცენაზე. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი საგანმანათლებლოა და თელაველი ნორჩი მუსიკოსებისათვის მასტერკლაკლასების ჩატარებას ითვალისწინებს, რაც ადგილობრივი ახალგაზრდა შემსრულებლებისათვის განსაკუთრებული შესაძლებლობა და მოტივაციაა.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის დამაარსებლები და მხარდამჭერები, ელისო ვირსალაძე, ნატალია გუტმანი და ედუარდ ბრუნერი, თელავის საპატიო მოქალაქის წოდებას ატარებენ.
წარმატებას ვუსურვებთ ფესტივალსა და მის საორგანიზაციო ჯგუფს. იმედია, რომ თელავის მუსიკის ფესტივალის 40 წლიანი ისტორია დიდხანს გაგრძელდება და ჩვენი ქალაქი კიდევ მრავალჯერ შეძლებს ამ შესანიშნავი მუსიკალური კვირეულის მასპინძლობას.