ცხელი ხაზი : 0350 27 36 50 საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ მედეგობის გაზრდის შესახებ სიმულაციური ვარჯიში ჩატარდა

13 ოქტომბერი, 2022

13 ოქტომბერს, კატასტროფათა რისკის შემცირების საერთაშორისო დღეს, თელავის მუნიციპალიტეტმა დაასრულა სამდღიანი სიმულაციური ვარჯიში, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ მედეგობის გაზრდას ისახავს მიზნად.

დასკვნით ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან ერთად დაეწრო.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ექსპერტებმა ერთად განიხილეს, თუ როგორ უნდა ამოქმედდეს საგანგებო სიტუაციების მართვის მუნიციპალური გეგმა წყალდიდობის შემთხვევაში და რამდენად მზადაა მუნიციპალიტეტი იმ ღონისძიებების გასატარებლად, რომლებიც მინიმუმადე დაიყვანს ან სრულად აიცილებს კატასტროფის მიერ მიყენებულ ზარალს.

სწავლება ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს კლიმატური პოლიტიკისა და პრაქტიკის ძირეულ გარდაქმნას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდისა და საქართველოს, შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

გააზიარე