კონდოლსა და შალაურში საერთო კრებები ჩატარდა
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები გაიმართა სოფლებში - კონდოლსა და შალაურში.
► სოფელ კონდოლში მოსახლეობის გადაწყვეტილებით დაიგეგმა ბაღის ეზოსა და სკვერის მოწყობა, ასევე, სოფლის სასაფლაოს შემოღობვა.
სოფელ შალაურში, პროექტის ფარგლებში, გადაწყდა სვეტიცხოვლის ეკლესიის ეზოს შემოღობვა და არსებული სკვერის მოწყობა.
⇒ სოფელ კონდოლში დასახლების საერთო კრებას დაესწრნენ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი თოფურია.
ღონისძიებებს ასევე ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერი - შოთა ნარეკლიშვილი, მერის პირველი მოადგილე - გიორგი თუშიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - გიგა ორკოდაშვილი, მერის წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები და სხვა დაინტერესებული პირები.