კულტურის ცენტრში არჩილ თათელიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა
თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში თვითნასწავლი მხატვრის, არჩილ თათელიშვილის ნამუშევრების რიგით მეორე პერსონალური გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, მხატვრის 40-მდე ნამუშავრი ეხილა.
არჩილ თათელიშვილი, რომელიც პროფესიით იურისტია, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომელია.
თვითნასწავლი მხატვარი დაახლოებით 5 წელია ხატავს, ამ დროის განმავლობაში კი ჯამში 100-მდე ნამუშევარი აქვს შექმნილი.