კურდღელაურში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

22 სექტემბერი, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 400 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაიგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ენ-დი როუდი,, ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 195 195 ლარით ფინანსდება.

გააზიარე