ლაფანყურში ვაჟაობის დღესასწაული აღინიშნა
27 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ვაჟაობა აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში სპორტული და კულტუტული აქტივობები ჩატარდა. გაიმართა ქართული ჭიდაობა და დოღი. კულტუტულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა და მოწვეულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა: „წინანდალი“, „პატარა კახი“, „მზე შინა“, „ღიღილო“ (გარდაბანი), „ფხოვი“ (დუშეთი). ლექსები წაიკითხეს პოეტებმა: ტარიელ ხარხელაურმა, ლექსო ტურაშვილმა და დეკა ნაყეურმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი - შოთა ნარეკლიშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი - თამაზ მეჭიაური, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.