ლევან ანდრიაშვილი ღვინის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტს ანტონიო ვიდალს შეხვდა
თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი ღვინის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტს ანტონიო ვიდალს და საქართველოს ღვინის ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელს ქეთი გორგილაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, განსაკუთრებით კი კახეთის პოტენციალს ღვინის ტურიზმის განვითრების მიმართულებით. მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
,,მსოფლიოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ღვინის ტურიზმი, რომელიც არამხოლოდ ღვინის დაწურვასა და დეგუსტაციას მოიცავს, ტურისტებს ვენახების დათვალირებაც დიდ სიამოვნებას ანიჭებთ. კახეთი კი სწორედაც რომ ყველაზე შესაფერისი ლოკაციაა ტურიზმის ამ მიმართულების განვითარებისათვის. ბატონ ვიდალთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. მისი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია,, - განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.