ლევან ანდრიაშვილი თელავში, ჩოგბურთის კორტების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

22 May, 2023

თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე რეგიონული ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

სამუშაოები ითვალისწინებს 6 ღია და 2 დახურული ჩოგბურთის კორტის მოწყობას, უკვე არსებული დამხმარე შენობის სრულ რეაბილიტაციას, სადაც განთავსდება გასახდელები, მწვრთნელების და სპორტსმენებისათვის განკუთვნილი ოთახები.

პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PRDIP) ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 4 მლნ. ლარს შეადგენს.

გააზიარე