ლევან ანდრიაშვილმა და გიორგი ალადაშვილმა თეთრწყლებში, შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ალადაშვილთან ერთად მოინახულა.
მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდის დაფინანსებით, თეთრწყლებში ორი შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტის საფარი ჯამში, 300 მეტრის სიგრძის გზაზე იგება. სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გზამშენი 15,, ასრულებს 261 999 ლარით ფინანსდება.